სტუ-ში სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფი Music Art House-ი საანგარიშო კონცერტით წარდგა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის – Music Art House – ახალმა თაობამ საანგარიშო კონცერტი გამართა და მაყურებელს ახალი რეპერტუარი წარუდგინა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის კონცერტი 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებას მიეძღვნა. ღონისძიება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფ Music Art House-ის ახალი თაობის საანგარიშო კონცერტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, სტუდენტები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები, ასევე, მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ერთი შემოდგომის სემესტრი დასრულდა. პირველ რიგში, გილოცავთ ახალგაზრდებს, იმ თაობას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უნდა აშენოს. გილოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს – თქვენ დიდი შრომა გასწიეთ, რათა თითოეულ სტუდენტს სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ახალგაზრდებო, დღეს თქვენ წინაშე თქვენივე მეგობრები, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის, Music Art House-ის ახალი თაობა, ახალი რეპერტუარით წარდგება. ზოგიერთი მათგანი პირველად დგას სცენაზე. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტურ შემოქმედებით ჯგუფს, მის მუსიკალურ პროდიუსერს, უნივერსიტეტის თანამშრომელს, გიორგი ქურასბედიანს. ვისურვებდი, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათ მრავალგზის გაემრავალფეროვნებინოთ სტუდენტური ცხოვრება“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
როგორც Music Art House-ის მუსიკალურმა პროდიუსერმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის თანამშრომელმა, გიორგი ქურასბედიანმა აღნიშნა, შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა მიმდინარე სასწავლო წელს შემოიერთა და მათი მონაწილეობით ახალი, სრულიად განსხვავებული რეპერტუარი შექმნა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა შემოქმედებითი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
შემოქმედებით ჯგუფ Music Art House-ის ახალი თაობა კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: გოგონათა Voice Band-ი – Stars Wings: ლიზა კარიჭაშვილი, გვანცა გიგაშვილი, მარიამ ნოსელიძე, ანა არმეგონაშვილი; პიანისტი – საბა ბასიაშვილი; მუსიკალური ჯგუფი – „მარე“: ლევან ზუზაძე, საბა ბასიაშვილი, დავით კიკნაძე, ალექსანდრე თურმანიძე, ნინო ქიბროწაშვილი, გიორგი დობაძიშვილი, ელენე ფარტენაძე. საკონცერტო რეპერტუარმა და შესრულებამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...