სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს, ნიკა ქებურიას, ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას, დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა. როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
„სტიპენდია, გადაეცემა სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, ვითვალისწინებთ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწევებს: რამდენად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.
ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე აღებული აქვს 40-ზე მეტ სტუდენტს.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...