სტუ-ის სტუდენტები “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმრო მომსახურეობა, სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმროს მომსახურება – სტუდენტების ვიზიტი “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi”-ში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და მისი მიზანი სასტუმროს სპეციფიკის გაცნობა და სასტუმროში არსებული აქტიური ვაკანსიების გაცნობა იყო.
„დღევანდელი შეხვედრა გასულ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სასტუმრო “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დროს დაიგეგმა სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, თომას ვან ოპსტალისთან. ვიზიტის მიზანი სტუდენტების ინფორმირება და იმ სიახლეების ნახვა იყო რაც დანერგილია მაღალი დონის სასტუმროებში. სტუდენტებს, პრეზენტაციის სახით, სასტუმროს მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა სასტუმროს ადამიანური რესურსების ტრენინგ მენეჯერმა შორენა ბერეჯიანმა. მანვე წარუდგინა აქტიური ვაკანსიები და დაათვალიერებინა სამუშაო გარემო. შეხვედრამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრას შემოუერთდა HOTE= l S M C -ის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი დავით ყიფიანი. რომელთან ერთადაც აწ. უკვე ზაფხულში დაიგეგმა ანალოგიური ტური შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“. ამ და მსგავსი აქტივობების მიზანია სტუდენტებს დავეხმაროთ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების შანსების გაზრდაში,” – აცხადებს ნატო ქათამაძე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რომლის თანახმად სასტუმროში 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...