სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ექვსი სექცია მუშაობდა. მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, მასალათმცოდნეობა და მეტალურგია, ფარმაცია, ქიმია, სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერია და გარემოსდაცვითი ინჟინერია და ეკოლოგია.
***
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – აიდან ფაშაევა. მაგისტრატურა: I ადგილი – მარიამ გურაშიძე; II ადგილი – ელენე ჩიხლაძე; III ადგილი – ნანა ბუკია. დოქტურანტურა: I ადგილი – გიორგი ანდრიაძე.
***
მეტალურგია-მასალათმცოდნეობის სექციაში მონაწილეობა მიიღო 7-მა სტუდენტმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – მარიამ თუმანიშვილი; II ადგილი – ნინო კაპანაძე, გიორგი სამხარაძე; III ადგილი – ნიკოლოზ კირვალიძე.
***
ფარმაციის სექციაში მონაწილეობა მიიღეს ფარმაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – ,,ფარმაცია“ 14-მა სტუდენტმა. გამარჯვებულები არიან:
ბაკალავრიატი: I ადგილი- ია გზირიშვილი, მანანა სამსონაშვილი; II ადგილი – ილახა ალეკბეროვა, გიუნელ კარაევა; III ადგილი – გიორგი მაისურაძე.
მაგისტრატურა, I ადგილი- კორკოტაშვილი მარიამი; II ადგილი – ნიკურაძე ნინო; III ადგილი – ხუსკივაძე თათია
***
ქიმიის სექციაში მონაწილეობა მიიღეს სწავლების სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბაკალავრიატი: I ადგილი – თამარ ჩაგუნავა; II ადგილი – გიორგი გაჩეჩილაძე, სალომე შავაძე; III ადგილი – ილონა შეყილაძე, მზია გოგიაშვილი.
მაგისტრატურა: I ადგილი – ლუკა გოგიჩაშვილი; II ადგილი – ნინო დავითაშვილი; III ადგილი – რუსუდან ზედგინიძე. დოქტორანტურა: I ადგილი – თამარ კენჭოშვილი
აღსანიშნავია, რომ სექციის მუშაობაში, მოწვეული სტუმრების სახით, მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის და ქუთაისის 5-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, რომლებმაც ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს. სტუმრებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
***
სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალვრიატის ექვსმა სტუდენტმა, გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი – ქეთევან კეკელია; II ადგილი – მაკა ტკაჩენკო; III ადგილი – ქეთევან კიკოლაშვილი.
***
გარემოსდაცვითი ინჟინერიის სექციაში, საკონკურსო სამუშაო სხდომაზე მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის ხუთი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ. სტუდენტები წარმოადგენდნენ სტუ-ის 4 სხვადასხვა ფაკულტეტს: მთის მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, სამშენებლო და ქიმიური ტენოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებს. სტუდენტთა მიერ მომზადებული ყველა საპრეზენტაციო ნამუშევრის მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯიმშერ ქერქაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:
I ადგილი მიეკუთვნა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტ ანა შაორშაძეს, თანამედროვე ყოფით პრობლემატიკაზე გათვლილი მეტად აქტუალური ნაშრომისათვის ”ბიოდეგრადირებადი პლასტმასები”;
II ადგილი დაიკავა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ნემსიწვერიძემ, რომლის ნაშრომი ”ომი და გარემო” სხვებისაგან თემატური ორიგინალობით იყო გამორჩეული.
III ადგილზე გავიდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ტერაშვილი ნაშრომით ”გაუჩინარებული მტკნარი წყლის საძებნელად” რომელშიც ინფორმაციული ხასიათის არაერთი ტექნოლოგიური სიახლე იყო წარმოდგენილი.
***
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. კონფერენციამ 56 სექციას მოიცვა, მათ შორის:
-
სამშენებლო ფაკულტეტზე — 4 სექცია, 25 სტუდენტი;
-
ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი;
-
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი;
-
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი;
-
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი;
-
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი;
-
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი;
-
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი;
-
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი;
-
დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი;
-
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი;
-
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი;
-
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი;
-
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...