სტუ-ის სტუდენტმა კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის – „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ – გამარჯვებული გახდა.
სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელ „მარკო პოლოს“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერის“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ჟიურიმ მონაწილეებს შორის საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება – „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“ – საუკეთესოთა შორის დაასახელა.

„კონფერენციის ფორმატში განიხილეს სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვა მიმართულებებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა დოლიძემ მეორე ადგილი მოიპოვა. ანა დოლიძეს დაჯილდოების ცერემონიაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სერტიფიკატი გადასცა, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის სასტუმრო “ალპინას“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერის“ წარმომადგენლებისგან კი სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღო. ვულოცავ ჩვენს სტუდენტს და მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ქობლიანიძეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.
ცნობისთვის: ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა.
ღონისძიებას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...