„ვაზის სხვლა და ფორმირება“ – მევენახეობის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი ხულიო პრიეტო დიასი სტუდენტებისთვის ტრენინგს ატარებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი გაიხსნა.
სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგს – „ვაზის სხვლა და ფორმირება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ატარებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებითა და აუდიტორიებით, სადაც როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.
ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა.

როგორც ედიშერ კვესიტაძე აცხადებს, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ორი – ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომი აიღონ.
გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი ევროპის კონსორციუმის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, სტუ-ში ერთწლიანი სწავლების შემდეგ, ერთი წლით კონსორციუმის წევრ ნებისმიერ უნივერსიტეტში გადაინაცვლებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ.
„FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში, ხულიო პრიეტო დიასი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მევენახე ინჟინერია. პარალელურად, ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მევენახეებს უზიარებს ენოლოგიის მეცნიერების სიახლეებს, ვენახის მართვის საკითხებში თანამედროვე მიდგომებს, ახალ საინჟინრო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
სტუდენტებისთვის ტრენინგის „ვაზის სხვლა და ფორმირება“ სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი საგურამოში გაიმართება.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...