სტუ-მ იტალიური ენის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგკურსს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს — „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ — უმასპინძლა.
ტრენინგკურსი იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) მხარდაჭერით განხორციელდა.
იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების 2-დღიან ტრენინგკურსს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის (ITALS) ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო უძღვებოდა.
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ნინო ცერცვაძის თქმით, ტრენინგკურსზე, რომელიც, თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
„ტრენინგკურსი „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“, რომელიც პროფესორ სილვია სკოლაროს მენტორობით ჩატარდა, მოიცავდა ლაბორატორიულ სწავლებას თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს ტრენერსა და მონაწილე პედაგოგებს შორის ინტერაქციას და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას. სასწავლო კურსის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო სწავლებასა და შეფასების სისტემას შორის კავშირის დადგენა და, რაც მთავარია, გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ შეფასება, თვითშეფასების მეტაკოგნიტურ ჭრილში, სწავლების განუყოფელ ნაწილად მოვიაზროთ. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეფასების სისტემის, ახალი მეთოდებისა და ტიპოლოგიების შესახებ. მათ განემარტათ ტექსტების მახასიათებლები და მათი გამოყენების სპეციფიკა. გარდა ამისა, პროფესორმა სკოლარომ ყურადღება გაამახვილა შუალედური და ფინალური გამოცდების, ასევე, ტესტირების პროცესში ავთენტურობის, შესაბამისობისა და მიზანშეწონილობის აუცილებელ და თანამედროვე მოთხოვნებზე. ვფიქრობთ, ტრენინგკურსი ნაყოფიერი და ეფექტიანი აღმოჩნდება მსმენელებისთვის. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს“, – აღნიშნავს ნინო ცერცვაძე.
იტალიური ენის პროფესიული გადამზადების ტრენინგკურსის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის – ITALS-ის ლაბორატორიის სერტიფიკატები გადაეცათ.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...

