სტუ-მ იტალიური ენის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგკურსს უმასპინძლა


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს — „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ — უმასპინძლა.

ტრენინგკურსი იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) მხარდაჭერით განხორციელდა.

იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების 2-დღიან ტრენინგკურსს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის (ITALS) ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო უძღვებოდა.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ნინო ცერცვაძის თქმით, ტრენინგკურსზე, რომელიც, თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

„ტრენინგკურსი  „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“, რომელიც პროფესორ სილვია სკოლაროს მენტორობით ჩატარდა, მოიცავდა ლაბორატორიულ სწავლებას თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს ტრენერსა და მონაწილე პედაგოგებს შორის ინტერაქციას და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას. სასწავლო კურსის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო სწავლებასა და შეფასების სისტემას შორის კავშირის დადგენა და, რაც მთავარია, გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ შეფასება, თვითშეფასების მეტაკოგნიტურ ჭრილში, სწავლების განუყოფელ ნაწილად მოვიაზროთ. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეფასების სისტემის, ახალი მეთოდებისა და ტიპოლოგიების შესახებ. მათ განემარტათ ტექსტების მახასიათებლები და მათი გამოყენების სპეციფიკა. გარდა ამისა, პროფესორმა სკოლარომ ყურადღება გაამახვილა შუალედური და ფინალური გამოცდების, ასევე, ტესტირების პროცესში ავთენტურობის, შესაბამისობისა და მიზანშეწონილობის აუცილებელ და თანამედროვე მოთხოვნებზე. ვფიქრობთ, ტრენინგკურსი ნაყოფიერი და ეფექტიანი აღმოჩნდება მსმენელებისთვის. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს“, – აღნიშნავს ნინო ცერცვაძე.

იტალიური ენის პროფესიული გადამზადების ტრენინგკურსის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის – ITALS-ის ლაბორატორიის სერტიფიკატები გადაეცათ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?