სტუ-მ საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო.
პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ძველი ლამპიონების აღდგენითი სამუშაოები სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
როგორც სამსხმელო წარმოების და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიის წარმომადგენელი ზაზა ახვლედიანი აცხადებს, აღდგენილია და თავდაპირველი სახე მთლიანად აქვს შენარჩუნებული, გასული საუკუნის 50-იან წლებში ექსპლუატაციაში შესულ ლამპიონებს.
“70 წლის წინ, პირველი კორპუსის წინ ორიგინალური კონსტრუქციის ლამპიონები დაიდგა. თავისთავად, ამ პერიოდში ისინი დაზიანდა. აღდგენის პროცესში 60-ზე მეტი დასახელების თუჯის დეტალი დამუშავდა. რექტორის ინიციატივით შედგენილი პროექტის მიხედვით, ამ უნიკალური, რომელსაც ანალოგი არა აქვს, ლამპიონებისთვის მაქსიმალურად უნდა შეგვენარჩუნებინა პირვანდელი სახე, ჩვენ ეს შევძელით. ლამპიონების დაზიანებული დეტალების ჩამოსხმის პროცესი უკვე, თითქმის, დასრულებულია. მალე აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება”, – აცხადებს ზაზა ახვლედიანი.
სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1954 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამავე წელს, მის გარე პერიმეტრზე, ლამპიონები დამონტაჟდა. პირველი კორპუსის არქიტექტორები არიან ნეპრინცევი და გლაზკოვი, რომელთა ხელმძღვანელობით იქნა ლამპიონები ჩამოსხმული. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, მიხეილ ნეპრინცევი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი, 1919 – 1929 და 1959-1962 წლებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ერთ-ერთი ძველი უმაღლესი სასწავლებელია და ამდენად, მისი ისტორიის თითოეული ფურცლის თუ კონსტრუქციის, რომელსაც ქართველი მამულიშვილები ქმნიდნენ, დაცვას მომავალი თაობებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. სწორედб ამ მიზნით დავიწყეთ რარიტეტების აღდგენის პროცესი, მით უმეტეს, რომ ლამპიონებს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს ანალოგი არ აქვს, ექსკლუზიურია. ჩემთვის, როგორც პედაგოგისა და რექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტავრაციაში სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორია ერთადერთია, სადაც თუჯის მხატვრული ნიმუშების აღდგენითი სამუშაოების პროცესის ჩატარებაა შესაძლებელი”, – აცხადებს დავით გურგენიძე.
ინფორმაციისთვის: სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე არსებული, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში, რომელიც სპეციფიკიდან გამომდინარე, ლითონის დნობისა და ნაკეთობების მისაღებად აღჭურვილია და გამართულია შესაბამისი დანადგარებით, ტარდება შემდეგი სამუშაოები: საყალიბე ქვიშების თვისებების განსაზღვრა; ქვიშის მარცვლების ზომების განსაზღვრა; საყალიბე ნარევის აირგამტარიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის ტენიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის სიმტკიცის განსაზღვრა; მოდელების ტიპები და მათი დამზადება; ყალიბის თბოგამტარობის გავლენა სხმულის გაცივების სიჩქარეზე; რუხი თუჯის დნობა ინდუქციურ ღუმელში; ნადნობის თხიერდენადობის განსაზღვრა; თუჯის მიკროსისალის გაზომვა; მაღალმტკიცე თუჯის გამოდნობა; მაღალმტკიცე თუჯის თერმული დამუშავება; სხვადასხვა პარამეტრების გავლენა ნადნობის თხიერდენადობაზე; თხევადი შუაგულის ფორმა და სიგრძე; ჩამოსხმის სიჩქარის გავლენა თხევადი შუაგულის სიგრძეზე.
Related
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...