სტუ-ში გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალით დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით და თბილისის მერიისა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მეორედაა ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი, ტრადიციულად, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალით იწყება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალი, რომლის მასპინძლობა დიდი პატივია. საქართველოს ჩათვლით, ფესტივალში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს, ჩვენი უნივერსიტეტი კი ერთ-ერთი მასპინძელია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ ხელმძღვანელს და ფესტივალის დირექტორს, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალურ მდივანს, ლევან ხეთაგურს და ასევე ფესტივალის სხვა ორგანიზატორებს. დღეს მაყურებლის წინაშე წარდგება ირანის ისპაანის პროვინციის – შაჰინ შაჰრი, თეატრალური ჯგუფი “კოტი”, წარმოდგენით – „დღეს მე გავხდები ხე“. სცენარი, სპეციალურად, ფესტივალისთვის ქართულად ითარგმნა და დღეს ირანელი მსახიობები ქართველ მაყურებელს მშობლიურ ენაზე წარუდგენენ მეტად საინტერესო სპექტაკლს. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ეროვნული სასახლე, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და სხვა. ფესტივალის პარტნიორები კი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, თოჯინების თეატრი, სოხუმის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი და სხვა.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...