სტუ-ში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული “ნიკო ნიკოლაძის კლუბის” ღონისძიებით გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ჩაატარა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს საერთაშორისო დღესასწაულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატში აღნიშნავს. მარიამ კაკაურიძის განცხადებით, „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ დედაენის ბაღში ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

„ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა საერთაშორისო დღე ღია სივრცეში გადმოიტანა, რითაც ჩვენ შევძელით, ნებისმიერი ბავშვისთვის გაგვეხალისებინა დღევანდელი დღე. ეს იყო ზღვა ემოციებით და სიხარულით დატვირთული აქცია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები, კერძოდ – წიგნი, ფერადი ფანქრების დიდი ნაკრები, სახატავი რვეული, ყვავილები, ასფერიანი ფერადი ცარცი, ფლომასტერი და სხვა, მათთვის საჭირო ნივთები გადავეცით. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ღონისძიების განსხვავებულ ფორმატში ჩატარების ინიციატივისათვის, მხარდაჭერისთვის მადლობა პარტნიორ კომპანიებს. ბავშვებს კი მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ“, – აცხადებს მარიამ კაკაურიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართველ და მსოფლიოს ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ბავშვების ბედნიერ მომავალზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, მშობლებსა და პედაგოგებს ეკისრებათ. კაცობრიობის მთავარი მისია კი – მომავალ თაობაზე ზრუნვაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობა იყოს კაცობრიობის მომავალი თაობების მთავარი მეგზური ბედნიერებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც ბავშვებში ცოდნის სიყვარულის ამაღლებისკენაა მიმართული. პირველი ივნისი უნივერსიტეტმა „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებით დაიწყო. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების აქციას – ახალგაზრდები ბავშვებისთვის, მხარს, უნივერსიტეტთან ერთად, რამდენიმე კომპანია უჭერს. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას და მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მომავალ თაობებს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა, ხოლო 1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებას ჩაატარებს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...