სტუ-ში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი – „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი – „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“, ჩატარდა. საერთაშორისო კონგრესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ბეიქოზის უნივერსიტეტის (თურქეთი), VUZF უნივერსიტეტის (ბულგარეთი), კირკლარელის უნივერსიტეტის (თურქეთი), ზაკატეკასის ავტონომიური უნივერსიტეტის (მექსიკა), ბელგრადის უნივერსიტეტის (სერბეთი) ორგანიზებით გაიმართა. კონგრესს მხარი IJOPEC-ის გამომცემლობამ და ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) დაუჭირა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტმა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა.
საერთაშორისო კონგრესი „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“ გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
რექტორის მოადგილე მიესალმა კონგრესის მონაწილეებს, წარმატებები უსურვა მათ და სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების წარმატებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი უნივერსიტეტი. კონგრესისა, რომლის ორგანიზებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფესორ სოფიო მიდელაშვილს ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო კონგრესის მონაწილე სტუ-ის სამივე ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს და ბატონ ივანე ჯაგოდნიშვილს. სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, დევი ხვედელიანს და სტუმრებს. ძვირფასო კოლეგებო, საერთაშორისო კონგრესის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხელს მოაწერს მემორანდუმს, რაც არის სტუ-სა და ბეიქოზის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების საწინდარი. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება, კვლევა და პროექტი წარმატებული იქნება“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
კონგრესის მონაწილეებს მიესალმა ბეიქოზის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მუსტაფა ერდოოუდუ. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო კონგრესის მონაწილეებს წარმატება უსურვა.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში, კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით ყოფნა და საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობა. საერთაშორისო კონგრესის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარება გადაწყდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, შემდეგ ჩეხეთში. კონგრესში ძალიან ბევრი მეცნიერი, მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მადლობა მინდა გადავუხადო დავით გურგენიძეს, რომლის ძალისხმევითაც შევიკრიბეთ დღეს კონგრესის ფორმატში. მადლობა ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ბეიქოზის უნივერსიტეტის რექტორს. დარწმუნებული ვარ კონგრესის შედეგები, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს“, – განაცხადა მუსტაფა ერდოღლუმ.
საერთაშორისო კონგრესის – სოციალურ მეცნიერებებში მიმდინარე დებატები – CUDES 2023, მონაწილეებმა განიხილეს სოციალური მეცნიერებების და სხვა
სფეროს თემები. კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...