სტუ-ში მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ-STAR“ ნახევარფინალი გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ-STAR“ – ნახევარფინალური ტური გაიმართა.
„სტუ-STAR“-ის ნახევარფინალური ტურის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს „სტუ-STAR“-ის საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მიულოცა.
„განახლებული „სტუ-STAR“ ახალი სახეებით, იდეებითა და მრავალფეროვნებით დაუბრუნდა საუნივერსიტეტო სივრცეს, გილოცავთ! ეს შესანიშნავი კონკურსი რამდენიმე წელი ობიექტური მიზეზებით იყო შეჩერებული. „შენი ხმა შენი შანსია, გახდი სტუდენტური ვარსკვლავი!“ – კონკურსის ამ სლოგანით იწყება თქვენი წარმატება და გრძელდება სცენაზე, სადაც გამოდიოდნენ ქართული ესტრადისა და საშემსრულებლო ხელოვნების ლეგენდები, როგორებიც არიან: გიული ჩოხელი, ოთარ ბზვანელი, სულიკო კოროშინაძე, გურამ ბაკურაძე, გია ჭირაქაძე, პაატა ბურჭულაძე, გია-ჯარჯი ასათიანი, თემურ თათარაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ბერიძე, გია მაჭარაშვილი, ასევე, ჯგუფები „ცისფერი ტრიო“, „ურსა“, „მგზავრები“ და სხვა. საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ორკესტრმა და ვაჟთა კვარტეტმა; ათეული წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე იყო. დღესაც, მრავალმხრივ წარმატებულია საუნივერსიტეტო ორკესტრი, ვაჟთა კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტური ბენდები. იმედი მაქვს, ძირითადი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლის პარალელურად, სცენაზეც ასახელებთ მშობლიურ უნივერსიტეტს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
პროექტი „სტუ-STAR“ სამი ეტაპისა და ორი ტურისგან შედგება. შერჩევით ტურში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოცდაათამდე სტუდენტმა გამოხატა. პირველი ტურის გამარჯვებულები და ნახევარფინალისტები გახდნენ:
- ნუცა ხუჯაძე – საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები;
- გვანცა გიგაშვილი, ელენე ფარტენაძე, მარიამ ქსოვრელი და ანა გიგაშვილი – სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია;
- თამარ ტარუღიშვილი – სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;
- ანამარია მუსელიანი – ინფორმატიკა და მართვის სისტემები;
- საბა-გიორგი გახარია – სამთო-გეოლოგიური;
- გიორგი ჟღენტი – აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი;
- დეა ფაჩულია – სამშენებლო.
ნახევარფინალში ჟიურიმ – დავით ოქიტაშვილის (სტუ-ის რექტორის მრჩეველი), ქეთევან ოძელაშვილის (მუსიკოსი), ნუცა ჯანელიძის (მუსიკოსი), ნიკოლოზ ჩხარტიშვილის (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) და ლიანა თარგამაძის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი) შემადგენლობით, გამოავლინა კონკურსის 5 ფინალისტი: ანა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, გვანცა გიგაშვილი, დეა ფაჩულია და ანამარია მუსელიანი.
„სტუ – STAR“-ის ფინალი 2025 წლის იანვარში გაიმართება. „სტუ – STAR“-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროექტია, რომლის მიზანი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა შორის საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათთვის დიდი სცენისკენ გზის გაკვალვაა.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...