სტუ-ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღინიშნა. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.
ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.
„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. დღეს ინსტიტუტი 63 წლისაა. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის, DAAD-ის სამი და ერთი საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში გაიხსნა ახალი მიმართულებების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ლაბორატორია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ თამაზ სულაბერიძის თქმით, ინსტიტუტში ახალი ლაბორატორიები ამოქმედდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული. ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ მედეა ბურჯანაძის თქმით, „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის: შენადნობთა ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისთვის ადამიანის ორგანიზმში. ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და სხვ.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო პროფესორებს, თერმო-ფიტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, მედეა ბურჯანაძეს, მეცნიერ-თანამშრომელს, იამზე კალანდაძესა და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კახა გორგაძეს.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...