საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო ახალი პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.
პროექტი განხორციელდება სტუ-ის თოთხმეტივე ფაკულტეტზე და მისი არსია სტუდენტების შეხვედრა ცალკეული ფაკულტეტების წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.
პროექტის პირველი სტუმარი, სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, პროექტის განხორციელებამდე სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, სურდათ თუ არა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.
„ინტერესი იმდენად დიდი იყო, გადაწყდა, პროექტი განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, სტუდენტებისათვის, საინტერესო იქნება ამა თუ იმ წარმატებული ინჟინრის, იურისტის, ბიზნესის წარმომადგენლის თუ სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, მათი წარმატების ფორმულის ისტორიების მოსმენა. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს მხარდაჭერისთვის, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ სტუმარს, ბატონ დავითს“, – განაცხადა ლევან ფიფიამ.
როგორც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ განაცხადა, მისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა და სტუდენტებთან შეხვედრა დიდი პატივია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, გავიარე. უნივერსიტეტთან მთელი 11 წელი მაკავშირებს. ეს იყო მომავლის იმედით დატვირთული წლები. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მივიღე მაღალკვალიფიციური განათლება. წარმატება პირდაპირ კავშირშია არჩეული სპეციალობის სიყვარულთან, რაც ამარტივებს როგორც სწავლას, ასევე სამუშაო პროცესში ჩართვას. დღეს შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც ხვალ-ზეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ან სხვაგან გამოიყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. სასიხარულოა, ახალგაზრდები არიან მოტივირებული, იციან, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ კადრზე დიდია და ყველაფერს ცდილობენ გახდნენ საჭირონი. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და უნივერსიტეტს“, – განაცხადა დავით გეწაძემ.
შეხვედრის დასასრულს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური სერვისების ცენტრს ინიციატივისათვის, რექტორს მხარდაჭერისათვის.
„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო სტუდენტური სერვისების ცენტრმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა რექტორს მხარდაჭერისთვის. მსგავსი პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულია, სტუდენტები ისმენენ მათი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიებს, რაც მათთვის მოტივაციაა. ძალიან მიხარია, რომ პროექტის განხორციელება ჩვენი ფაკულტეტიდან დაიწყეს, წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“, – განაცხადა ბორის გითოლენდიამ.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...