რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, ნიჩბოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორობას ულოცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ნადირაძემ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრიანი დისტანცია ერთადგილიანი კანოეთი 39.18 წამში დაფარა, თავისი შედეგით მხოლოდ მცირედით ჩამორჩა პირველ-მეორე ადგილებზე გასულ პოლონელ და ესპანელ ნიჩბოსნებს და მესამე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.

„საქართველო კიდევ ერთმა სპორტსმენმა ასახელა და შეუპოვარი ასპარეზობის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, სახელგანთქმულ ნიჩბოსანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების მომზადებით გამოირჩევა, არამედ მსოფლიო რანგის სპორტსმენების, ჩემპიონების ალმა-მატერადაც ითვლება – გამონაკლისი არც ნიჩბოსნობაა. მრავალ ღირსეულ წარმატებას ვუსურვებთ მას როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე, არჩეულ პროფესიაში. გვჯერა, ზაზა ნადირაძე კიდევ არაერთხელ შორს გაიტანს საქართველოს სახელს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?