საერთაშორისო პროექტების სამუშაო შეხვედრა წარმატებით დასრულდა


8 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა – „საერთაშორისო პროექტები – შედეგები და პერსპექტივები“ დასრულდა.

ღონისძიება ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც Horizon Europe-ისა და Interreg-ის პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე ინოვაციური კვლევები და მათი სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მოხსენებები წარადგინეს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელებმა და მკვლევრებმა:

  • დავით ლომიძე (კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი) – პროექტი BEYOND;
  • გიორგი გიორგობიანი (გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) – პროექტები: GAIN, Forge AI და WARIE;
  • თამრიკო სუპატაშვილი (წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი) – პროექტი AlgaeRevive;
  • დავით მაღრაძე (აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი) – პროექტი Eco2Wine.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსმა, გიორგი მიქიაშვილმა:

“ჩვენი პრიორიტეტია, რომ თითოეული სამეცნიერო მიღწევა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ პროექტების შედეგების ეფექტიანი გავრცელება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.”

    – გიორგი მიქიაშვილი

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო საგრანტო პროექტების გადამწყვეტი როლი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების პროცესში. სტუ კვლავაც აგრძელებს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?