საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში
7-8 აპრილს, 11: 00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საერთაშორისო პროექტები – შედეგები და გამოწვევები“.
ღონისძიება ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით ტარდება. შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მიღწეული პროგრესის წარმოჩენა, პროექტების საჯაროობის გაზრდა და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება კოლეგებს შორის.
ორი დღის განმავლობაში, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები აუდიტორიას წარუდგენენ ინფორმაციას პროექტების მიმდინარეობის შესახებ. პრეზენტაციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- პროექტის იდეის ფორმირება და ინიცირება;
- საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბება და პარტნიორების მოძიების გზები;
- კონკრეტული მიღწეული შედეგები მიმდინარე დრომდე;
- პროექტის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ღონისძიების განრიგი:
- 7 აპრილი, 11:00 სთ: Erasmus+ პროექტების პრეზენტაციები;
- 8 აპრილი, 11:00 სთ: Horizon Europe და სხვა საერთაშორისო საგრანტო პროექტების პრეზენტაციები.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად და საგრანტო პროექტების ეფექტიანი მართვის მექანიზმების გასაცნობად.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...