ERIC-GE პროექტი აცხადებს ვაკანსიას გარე შემფასებლის პოზიციაზე
ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება – ERIC-GE“ აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი გარე შემფასებლის შესარჩევად.
გარე შემფასებელი პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელების მიმდინარეობის, შედეგების, ხარისხის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის დამოუკიდებელ შეფასებაზე. შეფასება განხორციელდება OECD DAC-ის კრიტერიუმებისა და პროექტის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების, ინდიკატორების, შედეგებისა და ეტაპების შესაბამისად.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროექტების ან პროგრამების შეფასების შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის, ინსტიტუციური განვითარების ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისურ ენაზე ანგარიშების მომზადების მაღალი უნარი.
დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მოვალეობები, მოსალოდნელი შედეგები და განაცხადის წარდგენის პირობები წარმოდგენილია თანდართულ ინგლისურენოვან დოკუმენტში – “ERIC-GE External Evaluator – Job Description”.
განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო, 18:00 საათი. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: “External Evaluator”.
საკონტაქტო ინფომარცია:
- ელ-ფოსტა: eric-ge@gtu.ge.
საკონტაქტო პირი:
- პროექტის კოორდინატორი: პროფესორი მარიამ რაზმაძე.
- ელ-ფოსტა: m@gtu.ge.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...