ღვაწლმოსილი მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მათემატიკოსისა და პედაგოგის, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალებით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითმა ინსტიტუტმა დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, პედაგოგი და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით გამორჩეული კოლეგა. მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ქართული მათემატიკის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში.
პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის პრინციპულობა, მაღალი პროფესიონალიზმი და ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მრავალი თაობისთვის იყო სამაგალითო. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი წარმატებული სპეციალისტი, ხოლო მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მომავალშიც ღირსეულ სამსახურს გაუწევს ქართულ მეცნიერებას.
ბატონი თეიმურაზი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, კეთილგანწყობითა და კოლეგებისადმი პატივისცემით. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრ „სისტემოტის” გენერალური დირექტორი, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და მსოფლიო ფორუმებში, მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 65 სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო და მონოგრაფია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მოწაფეებსა და კოლეგებს – ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბედნიერება ჰქონდა, ემუშავა და ეთანამშრომლა მასთან. დარწმუნებული ვარ, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის ღვაწლი და კვლევითი მემკვიდრეობა ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების ისტორიაში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...