სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა.
კონფერენცია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა, მიზნად ისახავდა წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროებში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერები, ექსპერტები, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები; საქართველოს, იტალიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის, ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო დელეგაციები და მიწვეული პირები.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი – პროფესორი რაშეკ კუმარი, აღმოსავლეთ ევროპის ირიგაციისა და დრენაჟის ორგანიზაციის პრეზიდენტი – პროფესორი ირინა ბონდარაკი, ბაქოს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი – პროფესორი ფარდა იმანოვი, ასევე სომხეთის აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – პროფესორი ჰოვანეს ტოკმაჯიანი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროები დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვის თვალსაზრისით, რის გამოც მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პერმანენტულად აფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ქმნის ახალი პარტნიორული ურთიერთობების, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და ინოვაციური იდეების განვითარების მყარ საფუძველს. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიებითა და წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ერთი მხრივ დარგის განვითარებაში, მეორე მხრივ – მეცნიერებისა და პრაქტიკის მეტად დაახლოებაში“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
სტუ-ის აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვანი აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მეცნიერებს, მკვლევრებსა და დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს თანამედროვე გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების განხილვის მიზნით აერთიანებს.
„წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან იგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის, წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებენ.
დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება გლობალური მნიშვნელობის საკითხებია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეცნიერებს შორის გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი კვლევების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს ახალი იდეების, საერთაშორისო პარტნიორობისა და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას“.
– აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: წყლის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების, ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებების და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობები.
მსგავსი
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...
„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...
სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...
სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა...
