სტუ-ის რექტორმა განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

სიახლეები

„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. თითოეული მათგანის სახელი დარჩება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც ღირსების, ვაჟკაცობისა და თავდადების სიმბოლო. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრება. დღეს ჩვენ არა მხოლოდ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, არამედ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობასაც, რომელიც მათ ხსოვნას თან ახლავს –  გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ვაშენოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს“. – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სტუდენტებმა საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი არჩევანი და პასუხისმგებლობა არის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც ეფუძნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მშვიდობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რადგან მხოლოდ მშვიდობიან გარემოში არის შესაძლებელი განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისკენ. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ახორციელებენ.

თანმიმდევრული მშვიდობის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება, გვაძლევს იმედს, რომ მომავალში საქართველო აღარ იხილავს ომისა და ძალადობის ტრაგიკულ შედეგებს და ჩვენი შვილები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში. სამაჩაბლოს დარად არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი.  ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ მომავალ თაობებს ვასწავლოთ არა მხოლოდ 2008 წლის ომის ტრაგიკული  ისტორია, არამედ ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაც ჩვენმა გმირებმა უმაღლესი მსხვერპლი გაიღეს. მათი ხსოვნა გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გაძლიერება და მომავლის შექმნა არის ის გზა, რომლითაც პატივს მივაგებთ მათ თავდადებას“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ინფორმაციისთვის: 412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი – ამ შედეგით დასრულდა 18 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.


მსგავსი

სიახლეები

თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერია “სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში 2026-2027 შემოდგომის სემესტრამდე, უმაღლესი განათლების  სამივე აკდემიური საფეხურის სტუდენტებსთვის დაფინანსების მიზნით განცხადებას ავრცელებს. განცხადების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...

სიახლეები

აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში

„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?