სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს 12 ნოემბერს აირჩევენ

სიახლეები

12 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებით,  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნები ჩატარდება – ამის შესახებ ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

1. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; 

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

4. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;

5. „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; 

6. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 

7. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;

8. „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;

9. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;

10.პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები 2025 წლის 29 ოქტომბრიდან 05 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  კოსტავას -77, მე-3 კორპ. მე-3 სართული, ოთახი № 306. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 ნოემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით, აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?