საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მორიგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საინფორმაციო საშუალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ საინფორმაციო გადაცემებსა და სოცქსელებში გადაუმოწმებელ ფაქტებს ავრცელებენ, რითაც მაყურებელი/მკითხველი, ნებსით თუ უნებლიედ, შეჰყავთ შეცდომაში. უნივერსიტეტი გამორიცხავს, რომ მასმედიის მხრიდან ამგვარი არაპროფესიონალური მიდგომა ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლოვანი ისტორიის განადგურებას უკავშირდება, დაკვეთაა, თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების თვალში უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ამ მიზნით ერთგვარი კამპანიის აგორებას.
3 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია:
„ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში – „კურიერი“ და „ქრონიკა“ – გასულ დღევანდელ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს.“
მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია POSTV-მ, ისე რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია. იმედი გვაქვს, POSTV კოლეგებსაც არ მოექცა უპასუხისმგებლოდ და კადრების გავრცელების თაობაზე მათგან ნებართვა მაინც აიღო.
უნივერსიტეტმა 3 თებერვალს გავრცელებულ წერილში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და, შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52, პუნქტი „გ“ – პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 – მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 – დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 – მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს“.
იგივე მიდგომა გვაქვს ტელეკომპანია POSTV-ის შემთხვევაში — უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს, გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო, მაგრამ ინფორმაციის გაზიარების ფაქტი ადასტურებს, რომ POSTV-ი ეთანხმება „რუსთავი 2“-ს და „იმედს“, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...


