საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა კარლო კოპალიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მეორე ვადით არჩეულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.
კარლო კოპალიანი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით – 39 მომხრე არცერთი მოწინააღმდეგე, აირჩია და არჩევნების შედეგები დასამტკიცებლად სტუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) გადაუგზავნა. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრის შედეგად, კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სენატის წევრების საერთო რაოდენობის 86%-მა – 86 წევრიდან 76-მა, კანცლერის პოზიციაზე კარლო კოპალიანის დამტკიცებას ხმა 75-მა წევრმა მისცა, ერთი ბიულეტენი გაუქმდა ტექნიკური ხარვეზის გამო.
სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი – 25 დეკემბერი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მოქმედმა კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა წარადგინა, რომელის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო და სენატი 22 დეკემბერს გაეცნო.
ინფორმაციისთვის, კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ვადით სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა 2020 წელს აირჩია.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...