საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამშენებლო ფაკულტეტის სახელით, სტუ-ის კურსდამთავრებულს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს
„ბატონო გია, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 70 წლის იუბილეს. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საუკეთესო კურსდამთავრებულ ინჟინერ-მშენებელთა შორის ხართ, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია კავშირი თავის ალმა-მატერთან და მისი წარმატება მუდამ ახარებს. თქვენ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გუნდის წევრი ხართ და ღირსეული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის აუცილებელი ფუნდამენტური დარგების განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გია, დღეგრძელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური!“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვაში.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...