IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება


2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს.

ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ თავიანთი უნარები და ცოდნა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში.

საუკეთესო მონაწილეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (I, II, III ადგილებზე გასულები); სპეციალური პრიზებით 0 ტელესკოპებს, რომლებსაც ხელს აწერენ ასტრონავტი ფრანკ დე ვინი და ნობელის პრემიის ლაურეატები: ფრანსუა ენგლერი, ჟერარ ტ ჰუფტი, მიშელ მეიორი და დიდიე კელოზი.

ამასთანავე, ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, ასევე, თითოეული ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია ეროვნული ჯილდოები: პრიზები და ჯილდოები. წლევანდელი საკვალიფიკაციო რაუნდისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 აპრილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ამოცანების ნაკრები, ფლაერები და პოსტერები ხელმისაწვდომია ონლაინ.

ცნობისათვის, ასტრონომიის საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო კონკურსი 2019 წლიდან მოქმედებს. მასში დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 40 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რითაც გლობალური ქსელი ჩამოყალიბდა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?