კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება თანამედროვე კიბერსაფრთხეების შესახებ, ციფრულ გარემოში უსაფრთხოების პრაქტიკული უნარების განვითარება და პერსონალური თუ საუნივერსიტეტო ინფორმაციის დაცვის კულტურის გაძლიერება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს  ციფრული მმართველობის სააგენტოს (DGA) კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის (CERT) თანამშრომლები შეხვდნენ.

მათ სტუდენტებს გააცნეს არსებული კიბერსაფრთხეები, ინფორმაციის დაცვის პრაქტიკული მეთოდები და კიბერჰიგიენის ძირითადი წესები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კიბერუსაფრთხოება ინფორმაციული სისტემების, ქსელების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაზიანებისგან, მოპარვისა და სხვა სახის კიბერსაფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებათა ერთობლიობაა.

მისი საფუძველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც თალიკო ჟვანია აცხადებს, თანამედროვე უნივერსიტეტისთვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო და კვლევითი პროცესები, ელექტრონული კომუნიკაცია, აკადემიური რესურსები და პერსონალური მონაცემები სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ ინფრასტრუქტურაზე.

დეკანის თქმით, ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. თალიკო ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად ერთვება ღონისძიებათა ციკლში.

„კიბერსაფრთხეების გავრცელებული ფორმებია ფიშინგი – ყალბი შეტყობინებებით მომხმარებლის მოტყუებისა და მისი მონაცემების მოპოვების მცდელობა, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა, მავნე პროგრამები და მონაცემთა გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკვა. მსგავსი საფრთხეებისგან დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმებს, არამედ მომხმარებლების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლიან ქცევას. ერთი დაუცველი ანგარიში ან საეჭვო ბმულზე დაუფიქრებლად გადასვლა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ცალკეული მომხმარებლის მონაცემებს, ისე უნივერსიტეტის ინფორმაციულ სისტემებს.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს. უნივერსიტეტის ციფრული რესურსების დასაცავად აუცილებელია ძლიერი და უნიკალური პაროლების გამოყენება, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა, პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და ინფორმაციის გაზიარებისას წვდომის უფლებების სწორად განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საეჭვო ელექტრონული წერილების, უცნობი ბმულებისა და დანართების გადამოწმება, საუნივერსიტეტო ანგარიშების დაცვა და შესაძლო კიბერინციდენტის შესახებ პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივ ინფორმირება.

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებას, აკადემიური და პირადი ინფორმაციის დაცვასა და სტუდენტებში პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის დამკვიდრებას“.

 – პროფესორი  თალიკო ჟვანია


მსგავსი

სიახლეები

შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?