„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი – „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იდეების გენერირების თანამედროვე და პრაქტიკულ მეთოდებს, კრეატიული აზროვნების განვითარების მექანიზმებსა და ინოვაციური მიდგომების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე, აქტიურ დისკუსიას, რაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.
ლექცია-სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების, ინიციატივისა და ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა, მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერება, ასევე თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ კრეატიული მიდგომების პოპულარიზაცია.
მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების პროცესში. ისინი ხელს უწყობს ახალგაზრდებში შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, მოტივაციის ამაღლებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამავდროულად, წარმატებულ პრაქტიკოსებთან უშუალო კომუნიკაცია მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული გამოცდილება, გაიფართოონ ხედვები და უკეთ მოემზადონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის.
მსგავსი
საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია სტუ-ში
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ისტორიულ მაგალითს, რომელშიც პოლიტიკური ნდობა, საერთო გეოპოლიტიკური ხედვა და ეკონომიკური ინტერესები...
ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს...
სტუ-ში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“...
სტუ-ში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
„ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“- სტუ-ში XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება - ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით,...
საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიოზატორობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის...
