„გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ – სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორი რომუალდას გინევიჩიუსი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) პროფესორი ილგარ მამადოვი, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი ვლადისლავას პეტრაშკევიჩიუსი, ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინში) პროფესორი სტანისლავ ბიელსკი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.
„თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების საკითხები ვეღარ განიხილება მხოლოდ ტრადიციული ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების ფარგლებში. გლობალური გამოწვევები, ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ არსებული რეალობის გააზრებას, არამედ განვითარების ახალი პარადიგმების მეცნიერულ გააზრებასა და ფორმირებას. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პროცესებში საქართველო იყოს არა მხოლოდ გლობალური ცვლილებების მონაწილე, არამედ მეცნიერულ ცოდნაზე, ინოვაციებსა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების აქტიური მონაწილე. ამდენად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მოხარული ვართ, რომ კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის 160-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი და წარმოადგინა 72 სამეცნიერო მოხსენება. ეს მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის ძიება მოითხოვს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, საერთაშორისო აკადემიურ დიალოგსა და მეცნიერების უწყვეტ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისეთი ინტელექტუალური გარემოს შექმნა, რომელშიც მეცნიერება მონაწილეობს მომავლის ფორმირებაში“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
კონფერენციაში უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა და მკვლევრებმა. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები და თანამედროვე გლობალური გამოწვევებით განპირობებული ტრანსფორმაციები; ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები.
პლენარულ სესიებზე ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, საჯარო სექტორის საწარმოების პრივატიზაციის შედეგები საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ტრანსფორმაცია გლობალური გამოწვევების პირობებში, ბუნების ეკონომიკური ღირებულება და ბუნებრივი სიკეთეების შეფასება მდგრადი განვითარებისათვის, შრომის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია: მსოფლიო გამოცდილება და ქართული რეალობა, თანამედროვე სოციალური სახელმწიფო და მისი ტრანსფორმაცია და სხვა.
მსგავსი
სტუ-ის თამაშების გახსნითი ღონისძიება მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო, 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სტუ-ის თამაშების გახსნის ღონისძიება გადაიდო. ღონისძიების ჩატარების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...