სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორი გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელქტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოციორებული პროფესორებს ავთანდილ ადეიშვილს და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას და ქართული ბიზნესორგანიზაციების საქმიანობის უკეთ გაცნობას. მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა სტუდენტებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.
გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია – „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს – ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, შპს „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ.
– ასოცირებილი პროფესორი ნატო ქათამაძე
მსგავსი
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო
„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...