სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, 2026 წლის 1 დეკემბრამდე ჩაატარებენ.

კასტინგის განრიგი:

  • სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა – კასტინგი გაიმართება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 18:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსის N695 აუდიტორიაში. მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა N68 ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი, ტელ: 599 51 21 35;
  • სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ – კასტინგი გაიმართება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე, სტუ-ის II კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში. მის: მ.კოსტავას N67 (ტელევიზიის პირდაპირ). ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, ტელ: 599 77 94 77; 599 41 11 71;
  • სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ – კასტინგი გაიმართება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00 -დან 17:00-საათამდე, სტუ-ის II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, ტელ: 599 10 04 83.
  • სტუ-ის ჯაზ-ბენდი – კასტინგი გაიმართება ოთხშაბათს და პარასკევს, 14:00 საათზე , სტუ-ის II კორპუსი. მის: მ.კოსტავას ქ. N67 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები). ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე, ტელ: 577 42 10 17.
  • სტუ-ის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი „ქალდეა“ – კასტინგი გაიმართება  შაბათს 15:00 საათზე, სტუ-ის  X კორპუსი, მის: მ.კოსტავას ქ. N67. ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე, ტელ: 555 33 64 85.
  • სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“ – კასტინგი გაიმართება სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას 20:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსი, I სართული, ოთახი N124. ხელმძღვანელი დავით უზნაძე, ტელ: 558 46 58 53.

მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

სიახლეები

„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?