სტუ-ში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩაატარა.

სალექციო კურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა. სალექციო სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი;  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე; ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან IT ორგანიზაციებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილებით გოჩა წიქარიშვილი.

ღონისძიება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე,  მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა.

„ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“.

 – ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი

სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, სამდღიანი სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი თემატური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში –  AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა – ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია –  ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე და ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება – ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.

„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“.

– სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი

მოწვეულმა სპიკერებმა სალექციო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სალექციო კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ თემატურ განხილვებში, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.

სამდღიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი და ვაუჩერი  გადასცეს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა გერმანიაში კომპანია HiPP-ის მხარდაჭერით პროფესიული პრაქტიკა გაიარეს

21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და...

სიახლეები

„გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ – სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა  და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო...

სიახლეები

სტუ-ის თამაშების გახსნითი ღონისძიება მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო

ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო, 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სტუ-ის თამაშების გახსნის ღონისძიება გადაიდო. ღონისძიების ჩატარების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?