სტუ-ის სტუდენტებმა გერმანიაში კომპანია HiPP-ის მხარდაჭერით პროფესიული პრაქტიკა გაიარეს
21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, ორმა სტუდენტმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.
გერმანიაში, ქალაქ შაიერნში (Scheyern) პროფესიული პრაქტიკაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე იმყოფებოდნენ.
პრაქტიკა მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.
პროექტი განსაკუთრებული იყო იმით, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში ემუშავათ, სადაც თანამედროვე დიზაინის მიდგომები ისტორიული გარემოსა და არქიტექტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. გამოცდილებამ კი, მათ საშუალება მისცა თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოეყენებინათ და გაცნობოდნენ გერმანულ პროფესიულ პრაქტიკას.
სტუდენტების გერმანიაში პროფესიული პრაქტიკის გავლის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო.
მსგავსი
„გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ – სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო...
სტუ-ის თამაშების გახსნითი ღონისძიება მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო, 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სტუ-ის თამაშების გახსნის ღონისძიება გადაიდო. ღონისძიების ჩატარების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...