შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი საქმიანობისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება იყო.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩილ ჯავახაძესთან ერთად ემსჯელათ თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე, თარგმანის ხელოვნების თავისებურებებსა და იმ შემოქმედებით გამოწვევებზე, რომლებიც ნაწარმოების ერთი ენიდან მეორეზე გადატანას უკავშირდება.
„ადამიანის პროფესიული წარმატება, საკუთარი საქმის ცოდნა და მაღალკვალიფიციურობა მისი პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, თუმცა სრულფასოვან და საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ პროფესიული კომპეტენცია არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს და აფასებდეს მშობლიურ ლიტერატურას, პატივს სცემდეს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურასა და მშობლიურ ენას. ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა განათლებული პიროვნების ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ფაკულტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, არამედ მათი ზოგადი განათლების, კულტურული ცნობიერებისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის გაღრმავებასაც. ამ მიზნით, ხშირად ვმასპინძლობთ მწერლებს, პოეტებს, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებასა და მისი საგანძურის პოპულარიზაციაში. მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ ქართული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობა, გაეცნონ გამორჩეულ შემოქმედთა გამოცდილებას და ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ პროფესიონალებად, არამედ ფართო მსოფლმხედველობის, ეროვნული თვითშეგნებისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ჯავახაძის მნიშვნელოვან მთარგმნელობით საქმიანობას – შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, ნიდერლანდურ ენაზე თარგმანს. გამოცემა ჰააგაში, ცნობილ გამომცემლობა „U2pi“-ში დაიბეჭდა.
პროექტი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენისა და სხვადასხვა კულტურას შორის ლიტერატურული დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სტუდენტებმა აქტიური ინტერესი გამოავლინეს განხილული საკითხების მიმართ და სტუმართან საკუთარი მოსაზრებებისა და შეკითხვების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
