სტუ ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პროფესორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის – გიორგი ყირმელაშვილის გარდაცვალების გამო. საუნივერსიტეტო საზოგადოება სამძიმარს უცხადებს გიორგი ყირმელაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
პროფესორი გიორგი ყირმელაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა უმაღლეს მათემატიკაში სხვადასხვა ფაკულტეტებზე: ჰიდროსაინჟინრო, სამშენებლო, ავტოსატრანსპორტო, ქიმია-მეტალურგიის, ინფორმატიკის, სამთო-გეოლოგიური, მთის მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, მევენახეობა-მეღვინეობის ქართულ და რუსულ სექტორებზე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობა 1958 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან დაიწყო.
გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და 5 დამხმარე სახელმძღვანელო. არის 14 გამოგონების ავტორი.
დაჯილდოებულია მედლით „სსრკ გამომგონებელი“, აგრეთვე, ღირსების ორდენით და საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით.
გიორგი ყირმელაშვილს გავლილი აქვს 67 წლის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გზა, გაზრდილი ჰყავს მრავალი თაობა, სიკეთით და თავმდაბლობით ემსახურა სამშობლოს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....