სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
- ვახტანგ გომელაურის სახელობის ენერგოსისტემების სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილება: მეცნიერ თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 დეკემბრიდან – 16 დეკემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.
კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 18 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 18 დეკემბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.
კონკურსის ძირითადი პირობები:
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომელი უნდა ერკვეოდეს მისი მონაწილეობით მიმდინარე კვლევა-ძიებების მიზნებსა და ამოცანებში; საქართველოსა და უცხოეთში ანალოგიური შინაარსის სამეცნიერო კვლევებში; მიღებული ინფორმაციის დამუშავების, განზოგადებისა და კვლევების ორგანიზების თანამედროვე მეთოდებში. გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ერთი სამეცნიერო ნაშრომი მაინც.
მეცნიერის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა...
სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო! გულითადად გილოცავთ...
გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...