სტუ-ის რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა და რუსეთის საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრს, ინფორმატიზაციის საერთაშორისო და ამერიკის საბუნებისმეტყველო აკადემიების წევრს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს.

როგორც რექტორის მილოცვაშია აღნიშნული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს პროფესორ ლევან ჯაფარიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, მისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და სამთო დარგის განვითარებასა და უმაღლესი განათლების სფეროში. რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.

„ბატონო ლევან,

გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს!

მეცნიერების უმთავრესი დანიშნულება ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ინტელექტუალური საფუძვლის მომზადებაა. მეცნიერის ღვაწლი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც მისი კვლევები პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს და ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ განვითარებას ემსახურება.

თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრებისა და მეცნიერებისადმი ერთგულების მაგალითია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო თქვენი წვლილი სამთო მეცნიერებისა და სამთო საქმის განვითარების მიმართულებით. ეს დარგი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, სამთო-გეოლოგიური პოტენციალი და ამ რესურსების რაციონალური გამოყენება უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, სამრეწველო შესაძლებლობებს, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. ამ პოტენციალის სწორად შესწავლა, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებით შეფასება და პასუხისმგებლიანი ათვისება მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს.

თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით ქართული სამთო მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ათწლეულების განმავლობაში თქვენი ცოდნა და გამოცდილება სამეცნიერო კვლევასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც დაუკავშირეთ და არაერთი თაობის პროფესიულ ჩამოყალიბებაში შეიტანეთ წვლილი.

ბატონო ლევან, თქვენი სამეცნიერო ავტორიტეტი, საერთაშორისო აღიარება და მრავალწლიანი საქმიანობა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, ცოდნისთვის და პროფესიული ერთგულებისთვის, რომლითაც ემსახურებით მეცნიერებასა და ქვეყანას.

მრავალჟამიერ თქვენ, ბატონო ლევან! გისურვებთ, დღევანდელი შემართებით, ენერგიითა და ცხოვრებისეული სიბრძნით კიდევ მრავალი წელი გაგეგრძელებინოთ საქმიანობა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება გაგეზიარებინოთ სამეცნიერო საზოგადოებისა და მომავალი თაობებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ვახტანგ გომელაურის...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო! გულითადად გილოცავთ...

სიახლეები

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?