სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღება გამოცხადდა!

სიახლეები

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2024 წლის 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის 18:00 საათამდე;
  • სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
  • გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო  და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული) კოსტავას ქ. N68: შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს. 
  • სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ. N68 მე-5 სართული ოთახი N508, (ბიბლიოთეკაში); შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს. 
  • სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო  და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68: პირველადი შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 21 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; 
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდების ჩატარების ადგილზე, 21 სექტემბრიდან-23 სექტემბრის 12:00 საათამდე. საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება იმავე დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2024 წლის 24 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2024 წლის 24 სექტემბრიდან -25 სექტემბრის ჩათვლით.

სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024/2025 სასწავლო წლისათვის:


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის თამაშების გახსნითი ღონისძიება მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო

ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო, 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სტუ-ის თამაშების გახსნის ღონისძიება გადაიდო. ღონისძიების ჩატარების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?