სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ  საერთაშორისო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ბირთვული მეცნიერებებისა და გამოყენების დეპარტამენტის (NA) ფიზიკურ და ქიმიურ მეცნიერებათა განყოფილების (NAPC) იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში (IHS), რომელიც მდებარეობს ვენის საერთაშორისო ცენტრში (VIC),  ერთწლიანი სტაჟირება გაიარა.

ელენე ჩიკვილაძემ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა,  ინფორმატიკული ფიზიკის მიმართულებით, დაასრულა და სწავლა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე განაგრძო. მისი სამაგისტრო ნაშრომი წყალტუბოში რადონ-222-ის განაწილებისა და გენეზისის შესწავლას ეხება.

როგორც მაგისტრანტი აცხადებს, სამაგისტრო ნაშრომის თემიდან გამომდინარე, მას აქვს რადონ-222-თან მუშაობის გამოცდილება, შესაბამისად, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იზოტოპური ჰიდროლოგიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მიღება და თანამედროვე კვლევით მეთოდებთან უშუალო შეხება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ ჰიდროგეოლოგიისა და გეოსაინფორმაციო სისტემების პროგრამის შესახებ შესაფერის კანდიდატად წარმომადგინა, ასევე, ვარ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში ჩართვას. მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოში რადონ-222-ის აგეგმვის საქმიანობაში, ასევე მონაწილეობას ვიღებდი IAEA-ს ტრენინგებში, როგორიცაა: რეგიონული ტრენინგი და სასერტიფიკატო კურსი არსებობის დროის განაწილებასა (RTM/RTD) და სვეტის სკანირების (SSM/CST) ტექნიკაში; წყლის ბალანსის მოდელირება იზოტოპებისა და JAMS/J2000 მოდელირების სისტემის გამოყენებით: ნაწილი 1 და 2, ასევე რეგიონული სასწავლო კურსი წყლისა და ნიადაგის მართვის შესახებ.

ეს იყო ერთწლიანი სტაჟირება, რისი მიზანიც იყო წყლის ბალანსის იზოტოპებისა და JAMS/J2000 მოდელირების სისტემის გამოყენებით შექმნილი მოდელის გაუმჯობესება და მასში რადონ-222-ის კონცეფციის დამატება. შედეგად შევქმენი პირველი იზოტოპებით გაუმჯობესებული JAMS/J2000 ჰიდროლოგიური მოდელი საქართველოს მდინარე ალაზნის აუზისთვის. ეს მოისაზრებდა არსებული კვლევებისა და მონაცემების გამოყენებას და დამატებითი საველე სამუშაოების ჩატარებას. ერთწლიანი სტაჟირების განმავლობაში გავეცანი და კრიტიკულად განვიხილე დიდი მოცულობის სამეცნიერო ლიტერატურა. მოდელირების საკვლევ ტერიტორიად შეირჩა მდინარე ალაზნის აუზი.

მუშაობის პროცესში დავამუშავე არსებული მეტეოროლოგიური, იზოტოპური და ჰიდროლოგიური მონაცემები, ასევე გამოვიყენე თანამგზავრული დაკვირვებებისა და კლიმატური მოდელების შედეგები. სამუშაოს შესრულება მოითხოვდა პროგრამირების სხვადასხვა ენის, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას. რის დროსაც არსებული ცოდნა გავიღრმავე. ჰიდროლოგიური მოდელირების მიმართულებით დახმარება გავუწიე ერთ მაგისტრანტსა და ორ დოქტორანტს. ასევე ვიყავი ასისტენტი იზოტოპური მონაცემებით გაძლიერებული JAMS/J2000 წყლის ბალანსის ჰიდროლოგიური მოდელირების ორეტაპიან ტრენინგზე.

სტაჟირების პერიოდში არსებულ კვლევებზე დავწერე სტატია რომელიც ეხება მონაცემებით ღარიბ აუზებში ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის დამატებითი ინფორმაციის წყაროების გამოყენებას, მოდელირების შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და კვლევის შემდგომ მიმართულებებს, რომლის გამოქვეყნება ახლო მომავალში იგეგმება“.

– მაგისტრანტი ელენე ჩიკვილაძე

ელენე ჩიკვილაძემ, სტაჟირების დასასრულს, როგორც იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში, ისე ჰიდროლოგიური მოდელირების კოორდინირებული კვლევითი პროექტის შეხვედრაზე, შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. მაგისტრანტი სტაჟირების განმავლობაში დაესწრო და მონაწილეობა მიიღო მრავალ სამუშაო და სამეცნიერო შეხვედრაში, გაიარა ტრენინგები კონცეპტუალურ მოდელირებასა და ლაზერულ სპექტროსკოპიაში და გაეცნო იზოტოპური ჰიდროლოგიის ლაბორატორიაში გამოყენებული სხვადასხვა ხელსაწყოს მუშაობის პრინციპებს. დაესწრო IAEA-ს 69-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ არაერთ ღონისძიებას და სამეცნიერო ფორუმზე „ატომები წყლისთვის“ დამხმარე პერსონალის ფუნქციებს ასრულებდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის შემექმნა JAMS/J2000 წყლის ბალანსის ჰიდროლოგიური მოდელი, რადგანაც ეს სამომავლოდ მრავალი კვლევის საფუძველია.  ეს სტაჟირება არის ჩემი მოტივაცია უფრო მეტი გავაკეთო და მეტი ვისწავლო, რადგანაც ახლა მაქვს პასუხისმგებლობა წყლის სტაბილური იზოტოპებით ჰიდროლოგიური მოდელირება უკეთ დავნერგო საქართველოში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სამეცნიერო კარიერაში.

საველე სამუშაოების საფუძვლები, სხვადასხვა ხელსაწყოსთან მუშაობა, მონაცემების დამუშავება, ალტერნატიულ სატელიტური მონაცემებთან წვდომა, და უშუალოდ ჩემი სამაგისტრო ნაშრომი,  ასევე, ფართო და ინტერდისციპლინური უცხოელი კოლეგების წრე, დამყარებული უშუალო კონტაქტები და იზოტოპური ჰიდროლოგიის უკეთ შეცნობა, ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება – ეს ყველაფერი კონცეპტუალური მოდელის შექმნას გამიმარტივებს და უფრო ნათელს გახდის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობას. ვაპირებ გავაზიარო მიღებული ცოდნა გამოცდილება, როგორც ფაკულტეტზე, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაზე“.

– მაგისტრანტი ელენე ჩიკვილაძე


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სახალხო თეატრ-სტუდიას „მოდინახე“ Comedy Fest 2026-ის ახალ მიმართულებაში მონაწილეობისთვის ჟიურიმ მადლობა გადაუხადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ Comedy Fest 2026-ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. საუნივერსიტეტო თეატრი ფესტივალის პროგრამაში ახალი, სპეციალური მიმართულებით...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ

ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ

„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?