სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუ-ში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ

სიახლეები

მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც  სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე, გაივლის რეგისტრაციას (2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად.

2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტთა საბუთები მიიღება: 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართზე: კოსტავას 77, ადმინისტრციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი-334.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი; დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 10 თებერვალს, 11:00 საათზე (მისამართი:  თბილისი; კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი,  მე-4 სართული, ოთახი 402 ა).
  • დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”; ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „არქიტექტურა“)  მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 12 თებერვალს, 11:00 საათზე ( მისამართი:  თბილისი;  კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი; მე-2 სართული; ოთახი 4).

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით. (იხ. დანართი)

ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვლისა.

მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს, წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.

ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2026 წლის 1 მარტისა.

სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?