სტუ დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს უცხადებს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად და სოფელ ასურეთთან, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს.
„საუნივერსიტეტო საზოგადოება შეძრულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის, აჭარაში – ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი ზვავისა და განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნით დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასევე შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებთ სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედს“… თვალს ვადევნებთ სტიქიის ზონებში მომუშავე მაშველთა კორპუსს და იმედს არ ვკარგავთ, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...