სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ.

ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე.

თანამედროვე მშენებლობასა და არქიტექტურაში ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მათ შესაქმნელად და ფუნქციური ამოცანების გადასაწყვეტად ჯგუფი მიმართავს კომბინირებულ მეთოდს, რაც გულისხმობს საინჟინრო კონსტრუქციების, სხვადასხვა მექანიზმის, ელექტრონული სისტემების, ასევე, მართვისა და კონტროლის პროგრამული მოწყობილობების სინთეზურად გამოყენებას.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები და სტუდენტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ისინი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის კონსტრუქციების შექმნა-დახვეწაზე მუშაობენ. პროექტის მიზანია, შეიქმნას ისეთი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, თამაზ ხმელიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნით, ჯგუფი მიზნად ისახავს, სამშენებლო დარგში გადაჭრას რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება მრავალფუქციურობას, ზესიმსუბუქეს, თვითამძრაობას, ბიუჯეტურობასა და ექსპლუატაციის პროცესში მედეგობას.   

„ახალი ტიპის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში – გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები, ავტოფარეხები, სოფლის მეურნეობაში – სასათბურე კომპლექსები, იშვიათი პლანტაციები, ასევე, კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეები. ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნა-სრულყოფაზე, რომელიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება ზემსუბუქი, რითაც შეამცირებს გადახურვის წონას, იქნება ძალიან ბიუჯეტური, რითაც შეამცირებს მასალების ხარჯს, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იქნება  თვითამძრავი, სწრაფი და შეძლებს შესაბამისი თანამიმდევრობით დაკეცვასა და გაშლას და ა. შ. მთავარია, ამ ახალი ტიპის ტრანსფორმირებადმა კონსტრუქციებმა საგრძნობლად შეამციროს მშენებლობის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც“, – აღნიშნავს თამაზ ხმელიძე.

სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი – პროფესორი თამაზ ხმელიძე, კონსტრუქციის ავტორი – სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე, მონაწილე სტუდენტები: თეიმურაზ საღინაძე და გიორგი შვანგირაძე), პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის პროტოტიპი კასპის ტექნოპარკში, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონზე – „ConstrucThon 2.0“ – წარმატებით წარადგინეს. გარდა ამისა, ჰაკათონზე, წარდგენილი იყო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის  ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების (ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა, თორნიკე თოდრაძე) იდეა, რომელიც ეხებოდა მშენებლობაში ე.წ. კობიაქსის სისტემების გამოყენებას საყოფაცხოვრებო მეორადი ბოთლების სახით, რასაც დიდი ეფექტი აქვს რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ხარჯის შემცირებისა და პოლიმერული ნარჩენების უტილიზაციის თვალსაზრისით.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?