სტუ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის კურსდამთავრებულ ნათია ჯანაძის და სანდრო ჩხეიძის ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდგორთან მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც სამძიმარის წერილშია აღნიშნული, ტრაგიკულმა შემთხვევამ უმძიმესი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკლისი მოუტანა გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„დაღუპულთა შორის არიან ჩვენი კურსდამთავრებული ნათია ჯანაძე და მისი მეუღლე სანდრო ჩხეიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, RMG-ის დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის ძმა და რძალი. ახალგაზრდების სიცოცხლის ასე ტრაგიკულად და ნაადრევად შეწყვეტა დიდი ტკივილია როგორც უნივერსიტეტის, ისე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებთ ნათია ჯანაძის, სანდრო ჩხეიძისა და ავარიის შედეგად დაღუპული ყველა ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებთ“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...
პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს ორ...
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...