სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • ენობრივი მოდელირების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული
  • მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 ივლისიდან – 03 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.

კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 07 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 07 ივლისისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომელი უნდა ერკვეოდეს მისი მონაწილეობით მიმდინარე კვლევა-ძიებების მიზნებსა და ამოცანებში; საქართველოსა და უცხოეთში ანალოგიური შინაარსის სამეცნიერო კვლევებში; მიღებული ინფორმაციის დამუშავების, განზოგადებისა და კვლევების ორგანიზების თანამედროვე მეთოდებში. გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ერთი სამეცნიერო ნაშრომი მაინც.

მეცნიერის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი

სამეცნიერო

სტუ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on...

სამეცნიერო

„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ – სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი...

სამეცნიერო

პირველი ქართული დრონის პროტოტიპი სტუ-ში

„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და...

სამეცნიერო

რექტორმა სტუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორები ოქროს მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...

სამეცნიერო

ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) პროფესიული მომზადების პროგრამა ქართველი მეცნიერებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი თამრიკო ხობელია The University of Texas at...

სამეცნიერო

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?