რექტორმა ღვაწლმოსილი პროფესორები სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღზრდა-დახელოვნების მხრივ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის გამორჩეულ მეცნიერებსა და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.

სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები – მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე, რომელთა წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში.

რექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება სწორედ იმ ადამიანების თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიან მაღალი ხარისხის აკადემიურ გარემოს, ავითარებენ კვლევით საქმიანობას და ახალგაზრდა თაობას ცოდნისა და პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროფესორების – მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის დაჯილდოება მათი ღვაწლის აღიარებაა და ამავდროულად, სტიმული საუნივერსიტეტო საზოგადოების სხვა წევრებისთვის. მისივე თქმით, ცნობილმა არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გაძლიერებაში, თანამედროვე სასწავლო პროგრამების დანერგვასა და საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაფართოებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ცნობილ არქეოლოგებს – პროფესორებს მერაბ ძნელაძესა და ვაჟა სადრაძეს თავიანთი პროფესიონალიზმით, აკადემიური კეთილსინდისიერებითა და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც მეცნიერების განვითარებაში, ისე უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებაში.

მათ არაერთი თაობის სტუდენტის პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი, აქტიურად მონაწილეობდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებაში. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან უნივერსიტეტის ძლიერ ტრადიციებს და განსაზღვრავენ მის მომავალს.

გულითადად ვულოცავ მათ ამ საპატიო ჯილდოს და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და ქართული მეცნიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება, ცოდნა და შემართება მომავალშიც მნიშვნელოვანი ძალა იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო განვითარებისთვის“.

–  აკადემიკოსი დავით გურგენიძე

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი“ გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.


მსგავსი

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?