სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რასულ ჯალილს და თეირანის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, რექტორის მრჩევლები – აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც დავით გურგენიძემ და რასულ ჯალილმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.  

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები, მათ შორისაა 67 ირანელი ახალგაზრდა. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ირანელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.  ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. მთავარია, ორი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა, რასულ ჯალილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის.

„დაინტერესებული ვართ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დარგების ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება ორივე უნივერსიტეტისა და ორივე ქვეყნისთვის. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტს შორის დარგობრივი კუთხით, გაცვლითი პროგრამები ავამუშაოთ, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის. რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას და სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს. პარტნიორობაში მზაობისთვის მადლობას ვუხდით რექტორს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, – განაცხადა რასულ ჯალილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციამ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი  წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა. 

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?