სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და საუნივერსიტეტო Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ოთხი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციისა და გამოგონების ავტორის, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი თემური იყო მეცნიერი და ინჟინერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა, საავტორო ნოვაციები და გამოგონებები გამორჩეულად აისახა ქართული საავიაციო ინჟინერიის განვითარებაზე. სწორედ მისი ინოვაციური აზროვნება და სამეცნიერო მიღწევები გახდა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილების დაგეგმვა-განხორციელების საფუძველი.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას – როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ ავიასაინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თემურ მაისურაძის პროფესიული მემკვიდრეობა, რაც ფასდაუდებელია სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, სამომავლოდაც გაუკვალავს გზას ახალი თაობის ავიაინჟინრებსა და მკვლევრებს.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...