სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახემ“ მე-80 სეზონი დახურა
„უკვე 80-ჯერ დაიხურა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონი. 80 წარმატებული წელი და 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებების გაცოცხლებული გმირები. „მოდინახე“ ახალგაზრდებს 80 წელია აძლევს საშუალებას გაითავისონ კლასიკური ქართული ლიტერატურა, მოირგონ თეატრალური სახეები და წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე. მსგავსი პროექტები მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას არ ემსახურება, ესაა მეგობრობის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის. კულტურა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ახალგაზრდები ენთუზიაზმით სწავლობენ და ქმნიან ღირებულს“, – ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ „მოდინახეს“ მეოთხმოცე სეზონის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა. მაშინ, დრამატული დასის დამაარსებელი არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია იყო. სხვადასხვა წლებში, აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია. 1945 – 2025 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები.
სახალხო თეატრ-სტუდიამ წლევანდელი წელი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებით“ დახურა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, სპექტაკლი „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 45 წლის წინ დაიდგა, ინსცენირება და რეჟისურა ეკუთვნის სამხატვრო ხელმძღვანელს ნუგზარ ბუცხრიკიძეს.
„მოდინახემ“ წარმატებით დაასრულა 2024/2025 წლის თეატრალური სეზონი და დასკვნით წარმოდგენად მაყურებელს წარუდგა ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“, რომელმაც დიდი მწერლის ჰუმანისტური იდეებითა და სიღრმისეული ემოციებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ხელოვნების ძალა და ადამიანობის მნიშვნელობა.
კულტურა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას.
ჩვენთვის, როგორც ტექნიკური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორების, მშენებლების, ტექნოლოგებისა და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების მომზადება, არამედ მათი ინტელექტუალურ ღირებულებებსა და ჰუმანისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს შემოქმედებითი გამოცდილების ირგვლივ აერთიანებს, აძლევს მათ თვითგამოხატვის და პროფესიულ-საზოგადოებრივი უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ვითარდება კულტურული სივრცეები. უნივერსიტეტი მხარს ვჭერს ყველა სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სიყვარულის, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობასა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.
მივულოცავთ თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონის წარმატებით დასრულებას და დიდი მადლობა თითოეულ სტუდენტს, პედაგოგს და ორგანიზატორს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესის შექმნაში“, – აცხადებს ლევან ფიფია.
2024/2025 წლის თეატრალურ სეზონში თეატრ-სტუდიამ ორ საერთაშორისო ფესტივალში, თურქეთსა და საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ხოლო 90-ზე მეტ სპექტაკლს 27 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოყვარულ მსახიობებს მადლობის სიგელები გადასცა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...