სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მოინაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „ტონუსის” 12 მოცურავიდან რვამ მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულთა შორის არიან:
-
სალი შერბაევა – ესტაფეტა (2 ოქრო, 1 ვერცხლი);
-
აკაკი მღებრიშვილი – ესტაფეტა (1 ვერცხლი, 2 ოქრო);
-
თინა აბზიანიძე – ესტაფეტა (2 ბრინჯაო);
-
ლუკა მარწყვიშვილი – ესტაფეტა ( 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო);
-
მარიამ ხიტალიშვილი – ესტაფეტა (2 ვერცხლი);
-
ნინო ერაძე – ესტაფეტა (2 ვერცხლი);
-
ნიკოლოზ მიქაშავიძე – ესფაეტა (1 ვერცხლი);
-
ანდრია ქაჯაია – ესტაფეტა (1 ვერცხლი).
ასევე, საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის გოგონების ჯგუფმა მოიპოვა ოთხი ვერცხლის მედალი – 100 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ოთხი ვერცხლის მედალი – 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში. ხოლო, ვაჟების გუნდმა მოიპოვა 4 ვერცხლის მედალი 100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...